რუსეთის სახელმწიფო დღესასწაული ცხინვალშიც იზეიმეს.
რუს სამხედროებთან ერთად სახალხო ერთიანობის დღე საზეიმო მიტინგებით
და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
დილით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების პირველი პირები იმ მოედანზე
მივიდნენ, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის სამშვიდობო
ძალების წარმომადგენლები დაიღუპნენ.
სპორტულ რბოლაში კი, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთის ოსეთის დროშებით
დამაგრებულ მანქანას, სამხედრო ბაზის მოსამსახურეები
ადგილობრივი სტუდენტები და მოსწავლეები გაყვნენ.
რბოლა ცხინვალის მეხუთე სკოლამდე მოეწყო. სახალხო ერთიანობის დღე 4
ნოემბერს აღინიშნება.
სტატიის გამოყენების პირობები