საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებს შორის შიდა
ქართლიდან მხოლოდ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი
მოხვდა.
ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის
შეკრებაზე გახდა ცნობილი.
პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ირაკლი
მეზურნიშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილედ წარადგინეს.
შიდა ქართლიდან საპარლამენტო უმრავლესობაში არიან: გორის მაჟორიტარი
დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი
თოთლაძე, რომელმაც გამარჯვება პირველ ტურშივე მოიპოვა და კასპის
მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი.
ზოგადად, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილია შემდეგი
კანდიდატურები:
- პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - თამარ ჩუგოშვილი
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან - ილია ნაკაშიძე
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - არჩილ თალაკვაძე
- ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე,
თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრისამხარაძე
- აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ოთარ დანელია, პირველი
მოადგილე -გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე -
მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე -
გუგული მაღრაძე
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე -
კახა კუჭავა, პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა
მაჭავარიანი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარე - რომან კაკულია, პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე,
მოადგილე - რევაზ არველაძე
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზვიად
კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე -
ირაკლი მეზურნიშვილი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა,
პირველი მოადგილე -ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი
სესიაშვილი, პირველი მოადგილე - ირაკლი ბერაია, მოადგილე - კობა
კობალაძე
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეკა ბესელია, პირველი
მოადგილე -ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე -
გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე - მერაბ ქვარაია, მოადგილე -
კობა ლურსმანაშვილი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო ქაცარავა,
პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი
კახიანი, პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა
კიკნაველიძე
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი კოვზანაძე,
პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე -
აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან
კობერიძე
გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
სტატიის გამოყენების პირობები