ახალი ამბები
შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს
გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ქარელი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე მოხსნეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა წერილობით აღნიშნული დოკუმენტი გამოითხოვა და დეტალები გათავისუფლების ზუსტი მიზეზების შესახებ შემდგომში გახდება ცნობილი.

შიდა აუდიტის სამსახური გორის რესურს-ცენტრში ერთი თვის წინ ჩავიდა და ზურაბ ქარელის საქმიანობას ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა.

ბრძანება ზურაბ ქარელს 2016 წლის 4 ნოემბერს ჩააბარეს. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ დაინიშნა.

სოციალურ ქსელში 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დამთავრების მეორე დღეს ზურაბ ქარელმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის განცხადებები გააკეთა:

იხ. სკრინი



Print

სტატიის გამოყენების პირობები