გორის ცენტრში სუნამოს მაღაზია გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ბრალდებული
დაკავებულია.
შემთხვევა სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირების გადაკვეთაზე,
მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა.
გატეხილია მინები, დაზიანებულია ინვენტარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ზარალის ოდენობა გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდება.
სტატიის გამოყენების პირობები