,,წმინდა ღამე" პარიზში გორის ქალთა გუნდსა და ქეთი მელუასთან ერთად
00:09 / 08.11.2016
გორის ქალთა კამერული გუნდისა და ქეთი მელუას ერთობლივი ტურნე
ევროპაში გრძელდება.
საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ კონცერტს საქართველოს სახელმწიფო
სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი და
ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ესწრებოდნენ.
,,ოლიმპიას" დარბაზში შესრულებული ,,O Holy Night"-ს კადრები უკვე
გავრცელდა. საშობაო სიმღერის "O Holy Night" პირვანდელი ვერსია მე-19
საუკუნეში საფრანგეთში დაიწერა. ინგლისური ვერსია ქეთი მელუამ და
გორის ქალთა კამერულმა გუნდმა პარიზის ,,ოლიმპიას" სახელობის
საკონცერტო დარბაზში შეასრულეს.
სტატიის გამოყენების პირობები