გორში, ნინო ბაკურაძის ინიციატივით, რომელაშვილების ქუჩაზე მცხოვრებ
რვა სულიანი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახისთვის სურსათი და
ტანსაცმელი შეგროვდა.
მათი დახმარების მიზნით, მოქალაქე ნინო ბაკურაძემ სოციალურ ქსელ
,,ფეისბუქის“ საშუალებით მეგობრებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
გაჭირვებული ოჯახი ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობს.
ოჯახის უფროსი დიაბეტითაა დაავალდებული, ხოლო მისი მეუღლე ონკოლოგიური
ავადმყოფია. ცოლ-ქმარს ყოველდღიურად ოთხი შვილისა და ორი შვილიშვილის
გამოკვება უწევთ.
ოჯახის უმცროსი 13 წლის გოგონა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული.
მას იაშვილის სახელობის კლინიკაში სარეაბილიტაციო კურსი სისტემატიურად
ჭირდება. ოჯახს კი, სამგზავრო ხარჯები არ გააჩნია.
,,მისია შესრულებულია, შევებით ამოვისუნთქე, სიტყვები არ მყოფნის იმის
გამოსახატავად რა სიამოვნება და სიხარულიც დღეს განვიცადე. ჩვენი
მოულოდნელი სტუმრობით ჯერ გავაოცეთ დავითაშვილები შემდეგ კი
გავაბედნიერეთ. მათ ამხედა სიხარულს მხოლოდ მე ვერ მივანიჭებდი, რომ
არა თქვენი თანადგომა ჩემო ძვირფასო მეგობრებო.“- ამბობს ნანა
ბაკურაძე.
სტატიის გამოყენების პირობები