ახალი ამბები
რესპუბლიკური პარტიის გორის ოფისიდან ოფიციალურად 10 წევრი წავიდა
რესპუბლიკური პარტიის გორის ოფისიდან ოფიციალურად 10 წევრი წავიდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ვახტანგ ბერკაცაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სათაო ოფისში მისი ჩათვლით სულ 10 განცხადება გაგზავნა.

,,ზეპირსიტყვიერად უფრო მეტი წავიდა, მაგრამ ოფიციალური განცხადება სულ 10 გავაგზავნე ჯერ" - გვითხრა ვახტნაგ ბერკაცაშვილმა, რომელიც ამავე დროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ვარიანის თემიდან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაიონული ორგანიზაციიდან 60-მდე წევრი წავიდა.

ჩვენს კითხვაზე, ვინ არიან ან სად არიან ეს პიროვნებები, ვახტანგ ბერკაცაშვილი ამბობს, რომ გარკვეული რაოდენობა მისი სოფლის ვარიანის მკვიდრია.

პარტიის რიგები უფრო ადრე ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა დავით რაზმაძემაც მიატოვა. დავით რაზმაძე ,,ქართული ოცნების" რიგებს შეუერთდა. 

ფოტოზე: ვახტანგ ბერკაცაშვილი და დავით რაზმაძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები