კომპანია ,,ჰიპ ჯორჯია“ აგარაში ვაშლის კონცენტრატის ქარხანას ჰყიდის
და ინვესტიციებს ბიომეურნეობაში დებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციული
პროცესების შესახებ არსებული ანალიტიკური სააგენტო eugeorgia.info
ავრცელებს.
საწარმო უკვე მეორე წელია უშედეგოდ ცდილობს კონცენტრატების წარმოებას
და გაყიდვას.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, არჩილ ჟვანიამ eugeorgia.info-ს
განუცხადა, დაინტერესება რამდენიმე უცხოური კომპანიამ უკვე გამოთქვა,
თუმცა, პირობებზე კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ბავშვთა კვების ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ საქართველოში
კონცენტრატების ქარხანა 2009 წელს შეიძინა (მანამდე საწარმო ბიზნესმენ
გოჩა ძასოხოვს ეკუთვნოდა). როგორც ქართველი მენეჯერი აცხადებს,
საწარმო უკვე მეორე წელია, გაჩერებულია, რადგან კონცენტრატების
ბიზნესი არასახარბიელო მდგომარეობაშია.
“ვაშლი მოსახლეობისგან არც შარშან და არც წელს ჩაგვიბარებია, რადგან
საერთაშორისო ბაზარზე კონცენტრატებზე ფასი 30%-ით დაეცა და კილოგრამი
1000 ევრო ღირს. მიზეზი ემბარგოა, რომელიც რუსეთმა ევროპულ ქვეყნებს
გამოუცხადა. კონცენტრატებისგან წვენები მზადდება, რომლის დიდი ნაწილი
ევროპიდან ექსპორტზე სწორედ რუსეთში შედიოდა. გარდა ამისა, მეორე
წელია უკვე, პოლონეთში, რომელიც ვაშლის მსხვილი მწარმოებელია, დიდი
მოსავალი მოდის, შესაბამისად, ვაშლის კონცენტრატი ძალიან გაიაფდა და
კონკურენციას აქედან ვეღარ ვუწევთ”, - აღნიშნა არჩილ ჟვანიამ.
“ჰიპის” მენეჯერის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა ნედლეულის ბაზის
პერმანენტული შემცირებაა.
იხ.
ვრცლად
სტატიის გამოყენების პირობები