ქალაქ ცხინვალში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის
დაწვა სცადა.
დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის
ცნობით, სამართალდამრღვევმა საკუთარი მამის იარაღით მილიციის
თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია.
სანადირო იარაღი მზადყოფნაში იყო.
სამართალდამრღვევი
დაკავებულია.
ინციდენტის შესახებ მილიციას სამართალდამრღვევის მამამ შეატყობინა
ტელეფონით. სახლის დაწვას მამაკაცი ბენზინით ცდილობდა.
მიზეზებს გამოძიება ადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები