ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 6 თვით შემცირდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხედრო სავალდებულო სამსახური წელიწადნახევრიდან ერთ წლამდე შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სავალდებულო სამსახურის ვადის შემცირება 18 თვიდან 12 თვემდე მოხდება.

კანონპროექტი დე-ფაქტო მთავრობამ ცხინვალის პარლამენტს გადაუგზავნა.

ამავე კანონის მიხედვით, იცვლება სამხედრო წოდებების მინიჭების ასაკიც და ის რუსეთის სამხედრო წესებს ემთხვევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები