ახალი ამბები
6 მოქალაქე, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი ცხინვალის სასამართლომ გაათავისუფლა
საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 5-6 ნოემბერს დააკავეს, დე-ფაქტო მთავრობის სასამართლომ გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

გათავისუფლებულები არიან გორის რაიონის სოფელ დიცში მცხოვრები 51 წლის პაატა მძინარაშვილი და ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლში მცხოვრები 16 წლის გიორგი კილაძე და გიორგი აბულაძე, 57 წლის ელგუჯა გელაშვილი, 50 წლის შოთა გელაშვილი და 52 წლის თამაზ კილაძე,

დაკავებულების საქმეები ცხინვალისა და ზნაურის რაიონის ე.წ. სასამართლოებმა განიხილეს.

დიცელ პაატა მძინარაშვილს სოფელ დისევთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდება, ხოლო დანარჩენ ხუთს, ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას ტერიტორიაზე შესვლის ბრალდება წაუყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები