გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სპორტული ინვენტარები
მიიტანეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის
პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთისა და ფრენბურთისთვის საჭირო
ინვენტარი 14 სკოლისთვისაა გათვალისწინებული.
ისინი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამინისტრომ შეიძინა.
ინვენტარის ნაწილი, გამგეობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „World
Vision” – ის თანამშრომლებმა დღეს რამოდენიმე სკოლაში
მიიტანეს.
ფეხბურთისა და ფრენბურთის ბადეები, კალათბურთის ფარები და ბურთები
სკოლებს საჭიროების მიხედვით გადაეცათ.
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვადასხვა არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტებს. ერთ-ერთი პროექტის
ფარგლებში ახალგაზრდებმა შეისწავლეს რა პრობლემები ჰქონდათ მათ
თანატოლებს და ამის შემდეგ გადაწყდა სპორტული ინვენტარის სკოლებში
შეტანა. გამგეობა მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც
განახორციელებს.“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ
საქმეთა განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები