გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ახალ, სტანდარტული ტიპის
საფეხბურთო მოედანს აწყობენ.
სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები
აწარმოებენ.
ტერიტორიის მოსუფთავების შემდეგ ახალი გრუნტის მასალა შეიტანეს და
მიწა მოასწორეს.
ამ ეტაპზე მავთულ-ბადის მონტაჟი მიმდინარეობს. საძირკველი გაჭრეს და
ჩაისვა რკინის ბოძები.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ბალახის დათესვა და
ტრიბუნების მონტაჟი.
სტატიის გამოყენების პირობები