ახალი ამბები
ხაშურში ვეტერანი სპორტსმენის ალექსანდრე მაღალდაძის დასახმარებლად საქველმოქმდო კონცერტი გაიმართება
12 ნოემბერს, ხაშურის სასპორტო სკოლის დარბაზში ხაშურელი ვეტერანი სპორტსმენის ალექსანდრე მაღალდაძის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, კონცერტში მონაწილეობას გიორგი ტიგინაშვილი, SF-X, ნინი მალხაზიშვილი და როკ-ბენდი "spam jam" მიიღებენ. ბილეთის ფასი 5 ლარია.

საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარების ადგილი ხაშურის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარეობს. ბილეთები თოჯინების თეატრის შენობაში იყიდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები