ცხინვალის მიკრორაიონის მცხოვრებლებს სტიქიური ნაგავსაყრელი რამდენიმე
წელია აწუხებს.
ამის გამო ქალაქის მერს ალან ალბოროვს რამდენჯერმე მიმართეს.
ალბოროვის თქმით, რამდენჯერაც იგი აღნიშნულ უბანში გაივლის, იმდენჯერ
ფიქრობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მას და მის ოჯახს აუგად
მოიხსენიებს.
ქალაქის ხელმძღვანელს ფინანსების პრობლემა აწუხებს. მისი აზრით,
პრობლემის გადაწყვეტა ცხინვალის რაიონის მთავრობას შეუძლია, რომლის
შემადგენლობაშიც შედის ქალაქი.
ალბოროვმა საკითხის მოსაგვარებლად, ჯერ კიდევ, 2014 წელს რამდენიმე
ვარიანტი შეიმუშავა.
ერთი ეს იყო დმენისის მიმართულებით ნაგავსაყრელის მოწყობა. ამ პროექტს
წინააღმდეგობა შეხვდა, რადგან ზამთრის პერიოდში რთული რელიეფის გამო
მანქანების მიმოსვლა შეუძლებელი იქნებოდა.
მეორე ვარიანტია სპონსორების მოძიება რუსეთის ფედერაციიდან. ალბოროვის
თქმით, ამჯერად, ამ მიმართულებით მუშაობს.
,,მე თუ აღარ ვიქნები თანამდებობაზე, ესე იგი, ამ პრობლემას ვეღარ
მოვაგვარებ" - განუცხადა ქალაქის მერმა ცხინვალის მიკრორაიონის
მცხოვრებლებს.
ალბოროვი ცხინვალის მერად 2013 წელს აირჩიეს.
სტატიის გამოყენების პირობები