ახალი ამბები
,,მოსკოვის უბანში" დე-ფაქტო მთავრობამ 60 კოტეჯი დააკანონა
ქალაქ ცხინვალის გარეუბანში მდებარე 60 ახალი სახლი მესაკუთრეებს უკვე დაურეგისტრირეს.

აღნიშნულ პროცესს წინ ხანგრძლივი დავები და სასამართლო პროცესები უძღოდა.

დე-ფაქტო მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, რიგ შემთხვევაში, უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეების გასახლება სასამართლოს ძალით გახდა საჭირო.

საცხოვრებელი სახლები უსახლკაროდ დარჩენილთათვის, მათ შორის, აგვისტოს ომისგან დაზარალებული მოქალაქეებისთვის აშენდა.

მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მისი დაფინანსება რუსეთის მთავრობამ ითავა.

სამშენებლო სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა, რადგან ხარისხის შესამოწმებლად სპეციალისტები მიავლინეს. 

მოსარგებლეებს 10 წლის განმავლობაში საცხოვრებელი სახლის გასხვისების უფლება არა აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები