ახალი ამბები
გორში ბავშვთა საერთაშორისო კონკურსის ,,დამიხატე მსოფლიოს" პრეზენტაცია გაიმართება
დღეს გორში ბავშვთა საერთაშორისო კონკურსის ,,დამიხატე მსოფლიოს" პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყობა და მოსწავლეები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და პროექტის პარტიორი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაციის ფარგლებში პროექტის მონაწილეებთან მხატვრები ლევან მოსიაშვილი და ავთანდილ ღუდუშაური მასტერკლასს ჩაატარებენ.

კონკურსზე დასასწრებად საფრანგეთის ელჩი და საელჩოს ატაშე სპეციალურად ჩამოდიან.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 20 ბავშვი, გამარჯვებულები კი, საფრანგეთში გაემგზავრებიან.

ნამუშევრების წარდგენა 2017 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით მოხდება, ხოლო, დაჯილდოების ცერემონიალი 2017 წლის მაისში პარიზში გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები