ახალი ამბები
ცხინვალის დელეგაცია სოხუმში რუსულ-აფხაზურ ბიზნეს ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას
რუსულ-აფხაზურ ბიზნეს ფორუმზე, რომელიც 15 ნოემბერს სოხუმში გაიმართება, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის დელეგაციაც მიიწვიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

,,სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა ისაუბრებს თავისი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე" - აცხადებს დე-ფაქტო მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი უილიამ ძაგოევი.

ბიზნეს ფორუმზე ცხინვალის მთავრობის ვიცე-პრემიერი ალან ტეხოვიცაა მიწვეულია.

რიგით მე-7 რუსულ-აფხაზურ ფორუმს ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციები დაესწრებიან ორივე მხრიდან.

ალან ძაგოევი განმარტავს, რომ ისინი დე-ფაქტო აფხაზეთში კონკრეტული პროექტებით არ მიდიან, არამედ, ისაუბრებენ იმ შესაძლებლობებზე, თუ რატომ უნდა ჩადოს უცხოურმა ინვესტორმა ინვესტიციები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში.

დე-ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბათალ ტარბა აცხადებს, რომ მრგვალ მაგიდაზე განიხილავენ ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის განვითარების საკითხებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები