გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ეკლესიის მშენებლობა
დაიწყო.
ტაძრის ასაშენებლად სოფლის მოსახლეობამ ჯერჯერობით 3 ათას ლარამდე
თანხა მოაგროვა. საძირკველი უკვე გაჭრეს.
ადგილობრივი მრევლის მოძღვრის, დეკანოზ დავითის განცხადებით, ეკლესიის
ასაშენებლად მოსახლეობის ერთსულოვნება აღნიშვნის ღირსია.
ეკლესია სოფლის ცენტრში ყოფილი სტადიონის ტერიტორიაზე შენდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი
მოეწყობა.
სოფელ ქვახვრელში უძველესი კლდეში ნაკვეთი ეკლესია სოფლის დასავლეთით,
ზედაველის ქედზე მდებარეობს.
ქვეწარმავლების სიმრავლისა და დასახლებულ პუნქტთან დაშორების გამო,
ადგილობრივმა მოსახლეობამ ახალი ტაძრის აშენება სოფლის ცენტრში
გადაწყვიტა.
სტატიის გამოყენების პირობები