ახალი ამბები
არბოში ქოქოშვილების ოჯახს სახლის დაწვის შემდეგ პირველი დახმარება გაუწიეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მომავლის ინიციატივამ” სოფელ არბოში ქოქოშვილების ოჯახს საკვები პროდუქტი, პირველადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენის საშუალებები გადასცა.

ქოქოშვილების სახლს 8 ნოემბერს ღამით ცეცხლი გაუჩნდა, დაიწვა, როგორც სახლის ნაწილი, ასევე სახლის გვერდზე მიშენებული ბოსელი და სათავსო მთლიანად.

,,შუაღამისას შიფრის მტვრევის ხმამ გაგვაღვიძა, დაბნეულებმა ის მოვახერხეთ მხოლოდ, რომ გარეთ გავედით და შოკირებულები ვუყურებდით, როგორ იწვოდა ჩვენი სახლი, საბედნიეროდ, მეზობლები მოგვეხმარნენ, ორი საწოლი და რამოდენიმე ცეცხლწაკიდებული ლოგინი გამოიტანეს სახლიდან. სანამ სახანძრო მოვიდოდა, ყველა ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, ზოგი ვედროთი ასხავდა წყალს, ზოგიც საწამლი აპარატით, რაც რამე საკვები გაგვაჩნდა, ცეცხლმა დაწვა და დავრჩით ღვთის ანაბარა" - აცხადებს ოჯახის დიასახლისი მზია კელაპტრიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახურავის შეკეთებას დაპირდა.

ორგანიზაცია ,,მომავლის ინიციატივის" წარმომადგენლის ბადრი ციქუბაძის თქმით, სახლში 1 ოთახია გადარჩენილი და ისიც წვიმის ან თოვლის დროს საცხოვრებლად გამოუსადეგარი იქნება.

,,სახლს სასწრაფოდ ესაჭიროება გადახურვა, ხოლო ოჯახის წევრებს ტანსაცმელი, საკვები, საწოლები და ლოგინი." - ამბობს ბადრი ციქუბაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები