ახალი ამბები
ასტრიდ ლინდგრენის საპატივსაცემოდ ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკაში ბავშვები მიიწვიეს
დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიება შვედი საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს მიეძღვნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

მეექვსე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდას“, „სახურავის ბინდარი კარლსონის,“ „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალის“ შთაბეჭდილებების მიხედვით ნახატები შექმნეს.

ღონისძიების დასასრულს ასტრილ ლინგრენის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმები აჩვენეს.

,,პატარები ასევე განასახიერებდნენ წიგნის პერსონაჟებს და მათ გარშემო მსჯელობდნენ. ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკის და მეექვსე სკოლის პედაგოგის ციცო კიკნაძის ერთობლივი პროექტია. სამომავლოდაც, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკა, არაერთი საინტერესო ღონისძიების ავტორი და მასპინძელი იქნება." - აღნიშნავენ საბავშვო ბიბლიოთეკაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები