ახალი ამბები
მეტეხთან მოქალაქე უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააჯარიმეს
კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მდინარე მტკვრის კალაპოტში მოქალაქე თევზაობდა ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობი დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურიც ცნობით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

შედგა შესაბამისი ოქმი.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გორის რაიონულ სასამართლოს გადაეცემა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები