ახალი ამბები
ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმში პოეზიის საღამო გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, საქართველოს სახალხო არტისტის, სალამურის დიდოსტატის ომარ კელაპტრიშვილის სახლმუზეუმში პოეზიის საღამო გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის გამგეობის კულტურის სამსახურიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, პოეზიის საღამო ახალი წიგნის ,,შამარირების" პრეზენტაციას მიეძღვნა.

,,შამარირება" საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს და მსახიობს ერეკლე საღლიანს ეკუთვნის.

საღლიანმა კავთისხევის და სოფლის გამოჩენილი ადამიანების შესახებ ისაუბრა, საკუთარი ლექსები წაიკითხა და ომარ კელაპტრიშვილის მეუღლეს ციმი კელაპტრიშვილს - მუზეუმისათვის საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცა.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს პოეტს საინტერესო საღამოსათვის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები