ხაშურის რკინიგზის სადგურთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის
კედლებზე წარწერები გაჩნდა.
ამის გამო მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეციალური განცხადება
გაავრცელა.
გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, ახალგაზრდებმა თვითგამოხატვისთვის
სხვა ფორმები უნდა მოძებნონ.
ოფიციალური უწყების წარმომადგენლობა წუხს, რომ მათ ნაშრომს მოქალაქეთა
ნაწილი უპასუხისმგებლოდ ექცევა.
,,ერთ არცთუ ისე მშვენიერ დილას ჩვენი ახლად რეაბილიტირებული
მიწისქვეშა გადასასვლელი ასე „გალამაზებული“ დაგვხვდა. მეგობრებო,
ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იქნება, თვითგამოხატვისთვის სხვა ფორმები
მოვძებნოთ! გარდა იმისა, რომ ასეთი ქმედება საქართველოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით შეზღუდულია და ჯარიმასაც
ითვალისწინებს, ადამიანურადაც ძალიან მტკივნეული და გულდასაწყვეტია,
როცა ნაშრომს ასე უპასუხისმგებლოდ ექცევიან! გთხოვთ, ერთად ვიზრუნოთ
ჩვენს ქალაქზე! ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს! ხანდახან
არგაფუჭება უკვე საქმეა!" - მიმართავს ხაშურის გამგეობა
მოსახლეობას.
სტატიის გამოყენების პირობები