დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა როსტოვის დონის
ოლქის ბიზნესმენები, ინვესტიციების განხორციელების მიზნით, ცხინვალში
მიიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები
ავრცელებს.
დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებული მედიის ცნობით, დონის ოლქში
მოღვაწე ბიზნესმენებთან შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩმა ზნაურ
გასიევმა გამართა.
ზნაურ გასიევის როსტოვის გუბერნატორს ვასილ გოლუბიევს შეხვდა.
გოლუბოვთან შეხვედრის დროს, ცხინვალის წარმომადგენელმა მინერალურ
წყაროებისა და მდიდარი ბუნებრივი პირობების შესახებ ისაუბრა.
ზნაურ გასიევმა აღნიშნა, რომ როსტოვის დონის ოლქის ბიზნესმენებისთვის
საკუთარი ინვესტიციების განსახორციელებლად უამრავი შესაძლებლობა
არსებობს, კერძოდ, ბუნებრივი წყლები, მდიდარი ბუნება
ტურიზმის განსავითარებლად და მცირე ტიპის სასტუმროების
მოსაწყობად.
როსტოვის დონის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ოსურ მხარეს
კონკრეტული პროექტების წარდგენა სთხოვა. შემდგომი თანამშრომლობის
კუთხით კი, მათი ერთობლივი განხილვის პირობა მისცა.
სტატიის გამოყენების პირობები