საფრანგეთის ელჩი გორის „დიპლომატთა დარბაზის“ წევრ ახალგზარდებს
შეხვდა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის
გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დიპლომატთა დარბაზი პროექტ
,,ნაკვალევის" ბაზაზეა შექმნილი.
სწორედ, ამ პროექტის ფარგლებში ჩართული ახალგაზრდები გაიცნო ელჩმა
პასკალ მიუნემ.
შეხვედრას ელჩის მეუღლე, ასევე, საელჩოს პოლიციის ატაშე ბრუნო
ბალდუკი, ისიც, მეუღლესთან ერთად ესწრებოდნენ.
პასკალ მენიემ შეხვედრაზე დეტლურად ისაუბრა დიპლომატიურ
ურთიერთობებზე, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო კავშირებზე და
ბავშვებს მისცა კონკრეტული რჩევები, თუ როგორ უნდა გახდნენ
დიპლომატები.
საფრანგეთის ელჩმა და ატაშემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილებებიც
გაუზიარეს და „დიპლომატთა დარბაზის“ წევრების კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა
პასკალ მიუნეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპატიო
სიგელი გადასცა. ბავშვებმა ელჩთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და
სამახსოვო ფოტოები გადაიღეს.
„დიპლომატთა დარბაზი“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის
მხარდაჭერით უკვე რამოდენიმე თვეა ფუნქციონირებს და მასში
გაწევრიანებულნი არიან მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები
დიპლომატიური ურთიერთობებით დაინტერესებული ბავშვები.
ახალგაზრდებს აქტიურად უტარდებათ ტრენინგ-სემინარები და აქვთ მჭიდრო
თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან.
სტატიის გამოყენების პირობები