ახალი ამბები
ახალგორის საბავშვო ბაღში წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა სასკოლო ნივთები მიიტანეს
წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებმა ახალგორის საბავშვო ბაღში სასკოლო ნივთები მიიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით,  ნივთები საჭიროების მიხედვით შეირჩა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადგილობრივი წარმომადგენელი მარინა თედეთი ამბობს, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტად სწორედ სასკოლო ნივთები ესაჭიროებათ.

,,ამიტომაც საბავშვო ბაღში 52 პაკეტი მივიტანეთ.' - აცხადებს მარინა თედეთი.

ოკუპირებულ ახალგორის საბავშვო ბაღში, რომელიც ერთადერთია მთელ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ამჟამად, 32 ბავშვი დადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები