დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ ლექცია
ჩაუტარდათ.
ლექციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საინფორმაციო
ანალიტიკური ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი კაუპო კანდი
ხელმძღვანელობდა.
კაუპო კანდმა სტუდენტებს კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის სამოქალაქო
და სამხედრო მისიების განთავსებაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.
ასევე, მოკლე ისტორიული მიმოხილვა გააკეთა, თუ როგორ შეიქმნა
ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა და ახსნა
სხვაობა სამოქალაქო და სამხედრო მისიებს შორის.
ლექცია წარმიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და ლექციის დასრულების შემდეგ
კაუპო კანდმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
სტატიის გამოყენების პირობები