შიდა ქართლში 30 დევნილ ოჯახს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა გადაეცა.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც გრძელვადიანი განსახლების
პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სოფელში საცხოვრებელი სახლები
მიიღეს.
,,სოფლად სახლის" პროექტის მონაწილეები გორში, ქარელსა და კასპის
მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.
მათ მოტობლოკები და სხვა მანქანა-დანადგარები დევნილთა და განსახლების
მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა.
ბენეფიციარები კონკურსის შედეგად შეირჩა. საგრანტო კონკურსი დევნილთა
და განსახლების სამინისტრომ, მიმდინარე წელს, საქართველოში მოქმედი
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოაცხადა.
შიდა ქართლის რეგიონში კონკურსში არასამთავრობო ორგანიზაციამ
„სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) გაიმარჯვა და
პროექტის - „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი
მოსახლეობისთვის” განხორციელება მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო.
მოტობლოკებისა და სოფლის მეურნეობის მანქანა-დანადგარების პროექტის
ბიუჯეტმა 37 500 ლარი შეადგინა.
პროექტით გათვალისწინებული იყო ბენეფიციართა 30%-იანი
თანამონაწილეობით შემდეგი ინიციატივების მხარდაჭერა:
• სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები; • სასოფლო სამეურნეო იარაღების
ნაკრები; • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაცია; • თვითდასაქმებაზე
ორიენტირებული სოციალური ინიციატივები.
საგრანტო პროგრამის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ - დევნილთა საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახორციელებდა.
სტატიის გამოყენების პირობები