გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდაში ტურებმა ხბო შეჭამეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს
წარმომადგენელმა მურმან ბადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გარეული ცხოველები სოფლის განაპირას მცხოვრებ ერთერთი
ოჯახის რქოსან პირუტყვს სადგომთან დაესხა თავს.
სოფელი ქორდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია და ოკუპირებულ,
მოსახლეობისგან დაცარიელებულ ერედვის თემს ესაზღვრება.
,,მოგეხსენებათ, ეს სოფლები დაცარიელებულია და, ბოლო რამდენიმე წელია,
იქიდან მტაცებელი ცხოველები მომრავლდა. შარშანაც და შარშანწინაც
დაფიქსირდა ანალოგიური შემთხვევა. ეხლა ვისი ხბოც ტურებმა შეჭამა, ის
ოჯახი სოფლის განაპირას ცხოვრობს. საქონელი სადგომის გარეთ დარჩენია.
მოსახლეობა ფრთხილობს მაინც" - აცხადებს მურმან ბადაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები