გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას სკვერში ახალი ნერგები
დარგეს.
აქციას ორგანიზება ასოციაცია ,,თანხმობა''- ს წევრებმა
გაუწიეს.
პროექტის ფარგლებში, გამწვანებასთან ერთად, დასაჯდომი სკამებით
მოწყობაც დაფინანსდა.
ნერგების დარგვასა და მოედნის მოწესრიგებაში მონაწილეობა მიიღო როგორც
ორგანიზაციის აქტივისტებმა, ასევე, მერეთის თემის გამგებელმა შამილ
თუხარელმა და სოფლის მცხოვრებლებმა.
,,კიდევ ერთი კეთილი საქმე შეემატა სოფელს" - აღნიშნავენ ,,თანხმობის"
წევრები.
კოშკა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია.
სტატიის გამოყენების პირობები