ახალი ამბები
სარემონტო სამუშაოების გამო დღეს ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სარემონტო სამუშაოების გამო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება დილის 9 საათიდან საღამოს 17 საათამდე შეწყვეტილი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, სარემონტო სამუშაოები ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, საიდანაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას დენი მიეწოდება.

საჯარო და კერძო დაწესებულებები ცხინვალში შეზღუდვით მუშაობს, სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებები კი, შუადღის ორ საათამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები