გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული
სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი
რეაგირების თანამშრომლებმა საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირების
ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დეპარტამენტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.
კასპის რაიონის სოფელი მრგვალი ჭალაში გაჩერებულ ავტომანქანის ძარაზე
განთავსებული იყო 3,0 მ3 ჯაგრცხილას სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა
ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
შედგა შესაბამისი ოქმი.
სტატიის გამოყენების პირობები