ახალი ამბები
უბედური შემთხვევა გოსტიბესთან - ტყიდან მიმავალი მანქანა დაგორდა
სოფელ გოსტიბესთან ტყიდან მიმავალი სატვირთო მანქანა დაგორდა და ხეს დაეჯახა.

სხეულის მძიმე დაზიანება 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა მიიღო, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წინასწარი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებას სამუხრუჭე ნაწილი დაუზიანდა.

სოფელ ახალციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გურამ ბარნოვის თქმით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი ავტოსატრანსპორტო საშუალების საგზაო მოწრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილი საკუთარ სოფელში, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში გადაასვენეს.

გამოყენებულია თემატური, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლების მიერ გადაღებული ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები