ახალი ამბები
ატენის დედათა მონასტრის სატრაპეზო დარბაზში ტურიზმის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ატენში, დედათა მონასტრის სატრაპეზო დარბაზში ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, სატრაპეზო დარბაზში ატენის ხეობის განვითარების პერსპექტივებზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ისაუბრა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის, შიდა ქართლის ტურისტული კავშირ ,,მეგზური"-ის და გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის მიერ.

მონაწილეები დალოცა და სიტყვით მიმართა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

,,სიტყვით გამოვიდნენ: შიდა ქართლის ტურისტული კავშირ ,,მეგზური“-ს ხელმძღვანელი, გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორი რობერტ მაღლაკელიძე და პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ტომაშ მაკოვსკი. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თორნიკე გაგუა." - აღნიშნულია ტურიზმის ცენტრის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები