ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დვანელებმა გარე განათების გაკეთება მოითხოვეს
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, დვანის მოსახლეობამ გარე განათების მოწყობა მოითხოვა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე მოადგილესთან, ამირან შავშიშვილთან და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად ჩავიდა.

,,ოქრომელიძემ მათგან მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო." - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

გუბერნატორმა დვანში ჩურჩხელების საწარმოც მოინახულა.

,,საჭიროდ მიმაჩნია, რომ რეგიონის მოსახლეობას პირადად შევხვდე და უშუალოდ მათგან მივიღო ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მათი ჩართულობითა და თანამონაწილეობით დროულად მოხდება საჭიროებების გამოკვეთა და გადაჭრის გზების მოძიება. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება.“ – აღნიშნა გუბერნატორმა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, 2013 წლიდან დღემდე სოფლეში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, გაიწმინდა სანიაღვრე არხი, მდინარე ფრონეზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს, რეაბილიტირდა რიტუალების სახლი, მოეწყო მინის სტადიონი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფელში არსებულ ვითარებასა და მაცხოვრებლების საჭიროებებს. ერთ–ერთი საკითხად გამოიკვეთა სოფელში გარე განათების მოწყობა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები