გორის სასწავლო უნივერსიტეტი მე-9 საერთაშორისო კონფერენციას
მასპინძლობს.
კონფერენცია დღეს დილით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სააქტო დარბაზში
გაიხსნა.
გახსნის პროცესს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები,
ასევე, ევროპის რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც
დაესწრნენ.
განსაკუთრებით, წარმომადგენლობითი იყო პოლონეთის დელეგაცია.
კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და
პროფესორები არიან ჩართულნი.
უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო
კონფერენცია სათავეს 2008 წლის ომის პერიოდიდან იღებს.
,,პირველი კონფერენცია ომის პერიოდში ჩატარდა. ამით ვაჩვენეთ, რომ
ნაომარ ქალაქში ისევ ჩამოდიან ჩვენი უცხოელი მეგობრები, კოლეგები და
კულტურული ცხოვრება გრძელდება." - აღნიშნა სოსიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები