თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე, იგოეთი-ოკამის
მონაკვეთზე, ორი ავარია მოხდა.
ერთ შემთხვევაში მიკროავატობუსი რკინის კონსტრუქციას დაეჯახა,
ხოლო მეორე შემთხვევაში ,,ჰონდა" და ,,ფორდ ესკორტი" შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ,,ჰონდას" მარკის
ავტომობილის მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მერვე
ნაწილით გაფორმდა, ხოლო მეორე შემთხვევის ფაქტზე 125-ე მუხლის მე-10
ნაწილით.
116-ე მუხლის მე-8 ნაწილის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლი
ავტოსატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მართვის
მოწმობის გარეშე მართავდა.
ხოლო 125-ე მუხლის მე-10 ნაწილი სატრანსპორტო მოძრაობის წესების
დარღვევაა, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
სტატიის გამოყენების პირობები