დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ გორის 2017 წლის ბიუჯეტის
პროექტს წარადგენენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს აპარატიდან
აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,
მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით, მომავალი
წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს განიხილავენ.
თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე
წარსადგენი დოკუმენტი უკვე გამოაქვეყნეს.
საჯარო განხილვაზე, ამავე დროს, 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების
საკითხზეც იმსჯელებენ.
სტატიის გამოყენების პირობები