სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლას შეშის ღუმლით ათბობენ.
ამის გამო, გარემონტებულ შენობაში ფანჯრებიდან მინები ამოიღეს, კვამლი
კი, კედლებს აზიანებს.
სკოლა 2008 წელს კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა, გათბობის
ალტერნატიული სისტემა (მაგალითად, დიზელის გათბობის სისტემა) არ
დაუმონტაჟებიათ.
სკოლის დირექტორი ნანა კობერიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სოფელში
ბუნებრივი აირის მილების მონტაჟი დამთავრდება, სოფელში ბუნებრივი
აირის მიწოდებაც დაიწყება.
,,ბუნებრივია, ამის შემდეგ, სკოლაც უკვე ბუნებრივი აირით გათბება" -
აცხადებს სკოლის დირექტორი.
სტატიის გამოყენების პირობები