ახალი ამბები
კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით კასპში შეხვედრა იმართება
კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს.

შეხვედრაზე კლიმატის გლობალური ცვლილების ზოგად ასპექტებზე, კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილებაზე და შეგუებაზე, განახლებად ენერგიებზე და ენერგოეფექტურობაზე საუბრობენ.

ტრენინგ-სემინარის ორგანიზატორია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები - საქართველო, რომელიც პროექტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით ახორციელებს. მათი ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი, ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.

პროექტის სახელწოდებაა „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II-ის ფარგლებში ეროვნული პოლიტიკის დიალოგზე მასალების მომზადება, ცნობადობის ამაღლება და საგანმანათლებლო საკითხები განხორციელება“.

მისი მიზანია საგანმანათლებლო და ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიის წარმოება შერჩეული ბენეფიციარებისა და სამიზნე ჯგუფებისადმი, კლიმატის ცვლილების შედეგად მიღებულ გარემოსდაცვით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე.

პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდების მობილიზებაზე და მათ ჩართულობაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიაში მონაწილეობაზე. ასევე, მოიცავს ადვოკატირების კუთხით ეროვნულ დონეზე შესაბამისი მასალების მომზადებას.

პროექტის მიმდინარეობის სასტარტო ეტაპზე შედგა რამდენიმე შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებთან და დაინტერესებულ პირებთან. შეხვედრებზე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელზეც შემდგომი შეხვედრის დროს პროექტის განამხორციელებელი ჯგუფების მიერ გამახვილდებოდა ყურადღება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები