ახალი ამბები
ჟენევის დისკუსიის წინ ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლები ცხინვალში ჩავიდნენ
,,საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე აგრესიულ რიტორიკას არ ცვლის."

ამის შესახებ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლებათან შეხვედრისას განაცხადა.

,,ქართული მხარის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები ვერ დავინახეთ" - აღნიშნა ჯიოევმა.

ცხინვალში ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების წარმომადგენლობასთან შეხვედრა გამართა.

სტუმრებმა და მასპინძლებმა ჟენევაში დაგეგმილი 38-ე შეხვედრის საკითხები განიხილეს.

მურატ ჯიოევი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები დაადანაშუოლოს უკანონო ქმედებებში. კერძოდ, იმაში, რომ .ე.წ. მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ.

ჯიოევი ამბობს, რომ დაკავებები კანონიერად ხორციელდება, ხოლო ცხინვალის მხრიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები არ ფიქსირდება.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი იმაზეც წუხს, რომ მიმდინარე წელს, ნატოსთან ერთად, სამხედრო წვრთნები თბილისმა სამჯერ ჩაატარა.

,,მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრები და უსაფრთხოება, ასევე, მოვაწეროთ ხელი უსაფრთხოების დოკუმენტს ხელი, რათა აღარ განმეროდეს 1989-92; 2004 და 2008 წლის მოვლენები" - განმარტა ჯიოევმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ერბერტ სალბერმა, შეხვედრის დასრულებისას, ოსურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა გააგრძელონ.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჟენევის და ერგნეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე, იმედოვნებს, რომ მომავალში ეს მოლაპარაკებები უფრო ეფექტური იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები