ახალი ამბები
ხაშურში ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის რეაბილიტაცია სრულდება
ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე ომში დაღუპულთა მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 47 197 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო გამწვანების ზოლი, დაიგო ქვაფენილი, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, დაგეგმილია ლამპიონების მონტაჟი.

სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და 28 ნოემბერს დასრულდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები