გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ავტომანქანა ორ ბიჭს
დაეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს
სამინისტროდან დაუდასტურეს.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ახალგაზრდებმა სხეულის ნაკლებად
მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
,,გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების
დარღვევას გულისხმობს, რომელმაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება
გამოიწვია. მძღოლი არ მიმალულა და მიზეზებს გამოძიება გაარკვევს" -
გვითხრეს პრეს-სამსახურში.
დაშავებულებს მკურნალობა საავადმყოფოში უტარდებათ. შემთხვევა
გიორგობას, 23 ნოემბერს გვიან საღამოს მოხდა. თავდაპირველი
შემოწმებით, მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა.
სტატიის გამოყენების პირობები