ახალი ამბები
აგარის პროფესიულ სასწავლებელში სწავლა დაიწყო
აგარის პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო წელი დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუდენდებს სწავლის დაწყება მიულოცეს და სამუშაო კაბინეტები, ინვენტარი დაათვალიერეს.

აგარის პროფესიულ სასწავლებელში სწავლა უფასოა. სწავლა ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამით. მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო.


აღნიშნული პროფესიული სასწავლებელი მოიცავს ორ პროფილს: ავტორიზებულ პროფესიებს და მომზადება-გადამზადების კურსებს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, ავტორიზებულ პროფესიებზე, ზეინკალ-სანტექნიკოსი და დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი,  21 სტუდენტი ირიცხება. ისინი კონკურსის შედეგად შეირჩნენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები