ქალაქ ცხინვალის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები იტალიაში, როსინის
სახელობის კონსერვატორიაში სტაჟირებას გაივლიან.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის კულტურის სამინისტროს
პრეს-სამსახური ავრცელებს.
სტუდენტები კოსტა დუდაევი და სარმატ კაბისოვი სტაჟირებას ერთი თვის
განმავლობაში გაივლიან.
დე-ფაქტო სამინისტროს ცნობით, ვიზის ასაღებად სტუდენტების დიდი დრო
დასჭირდათ.
მათი ინფორმაციით, იტალიაში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა
2016 წლის აპრილში
გაიხსნა. ამ ოფისს მაურო მურჯა ხელმძღვანელობს.
მაურო მურჯას დახმარებით ცხინვალელი სტუდენტები როსინის
სახელობის კონსერვატორიაში მასტერკლასს გაივლიან.
მასტერკლასს მათ პროფესორი ფრანჩესკო მატაჩენი ჩაუტარებს.
ფრანჩესკო მატაჩენი ცხინვალში 2016 წლის მაისში იმყოფებოდა და
ცხინვალის სამუსიკო სასწავლებლის სტუდენტების მიერ გამართულ კონცერტს
დაესწრო.
ფოტოზე: ფრანჩესკო მატაჩენის ვიზიტი ცხინვალში, 2016
წლის მაისის ფოტო
სტატიის გამოყენების პირობები