26 ნოემბერს გორის თეატრის ეზოში აქცია - ,,არა, გენდერულ
სტერეოტიპებს" - გაიმართება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაცია
,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" წარმომადგენელმა
აცნობა.
აქცია გენდერის მედიაცენტრთან ერთად 12 საათზე იმართება.
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი საერთაშორისო
კამპანიის ფარგლებში ეწყობა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე (თეატრის
მიმდებარედ) დაიდგმება სპეციალურად მოწყობილი ბანერი, რომელზეც აქციის
მონაწილეები და გამვლელები საქართველოში გავრცელებულ გენდერულ
სტერეოტიპებს დაწერენ.
,,ამ აქციით ორგანიზატორები კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას
რომ გენდერული სტერეოტიპები პირდაპირ კავშირშია უთანასწორობასთან და
ხელს უწყობს გენდერულ ძალადობას და ქალების დისკრიმინაციას." -
აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია ეწყობა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის და
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით.
16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის
აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და მისი მიზანია საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ
სოლიდარობის დემონსტრირება
სტატიის გამოყენების პირობები