დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მომავალ
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ამის შესახებ მან ცხინვალში ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან გამართულ
შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან მას კვლავ დიდი მხარდაჭერა
აქვს და, შესაბამისად, სურს, რომ ეს ნდობა მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაშიც გამოიყენოს.
ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრის შესახებ კომენტარს
ლეონიდ თიბილოვის პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ლეონიდ თიბილოვს
ახალგაზრდების მხარდჭერის დიდი იმედი აქვს.
ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მესამე
პრეზიდენტია. იგი 2012 წელს აირჩიეს და გამარჯვებას მეორე ტურში
მიაღწია.
54%-იანი უპირატესობით დავით სანაკოევი დაამარცხა. გაპრეზიდენტების
დროს თიბილოვი 60 წლის იყო.
თიბილოვის გაპრეზიდენტებას ცხინვალში სერიოული დაპირისპირება უძღოდა
წინ. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წელს ჩატარდა. ამ
არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა.
რადიო თავისუფლების ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრემლის
მოხელეების ჩარევით გააუქმეს და განმეორებითი არჩევნები დანიშნეს. ალა
ჯიოევას მომხრეების მიმართ კი რეპრესიები დაიწყო.
ოპოზიციის ლიდერი თავისი ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავდა, მაგრამ
სპეცრაზმმა მისი ოფისი დაარბია, ჯიოევა კი საავადმყოფოში მოხვდა და
ერთი თვე იქ გაატარა. ოპოზიციის ლიდერმა განმეორებითი არჩევნები
ლეგიტიმურად არ ცნო, თუმცა ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ
გამორიცხა. საარჩევნო მარათონი 7 თვე გრძელდებოდა.
ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები
2017 წლის გაზაფხულზე დაინიშნება. არ გამორიცხავენ, რომ თიბილოვთან ერთად კენჭი ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმაც იყაროს.
სტატიის გამოყენების პირობები