ახალი ამბები
ჩაჩუბეთთან უკანონოდ მოჭრილი, ჯაგრცხილას ხეებით დატვირთული მანქანა ნახეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთთან ჯაგრცხილას სახეობის, მოჭრილი ხეებით დატვირთული მანქანა გააჩერეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ამით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

რეიდი აღნიშნული დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანის ძარაზე 3,0 მ3 საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა კი, მათ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

შედგა შესაბამისი ოქმი და მასალები გორის სასამართლოს გადაეცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები