ახალი ამბები
მეუფე ისაია ხვალ ნიქოზის ეკლესიაში წირვას ჩაატარებს
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ნიქოზის საკათედრო ტაძარში მეუფე ისაია წირვას აღავლენს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ნიქოზიდან ნინო მინდიაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, ეპარქიის წინამძღვარი ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიიდან გუშინ გადმოვიდა.

2 წელზე მეტია მეუფე ისაია ახალგორის რაიონში, იკორთის მონასტერში იმყოფებოდა.

გამყოფ ხაზთან მყოფი რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები მას ნიქოზიდან ახალგორში თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, მეუფე ისაიას ერთ თვიანი საშვი მისცეს. ახალ წლამდე საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გაივლისს და უკან ოდაბრუნდება.

ნიქოზელების თქმით, მეუფე ისაია ჯერ სამებაში პატრიარქის წირვას დაესწრება, შემდეგ, ნიქოზში ელოდებიან.

მეუფე ისაია 2000 წლიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მთავარეპისკოპოსია, 2007 წლიდან კი, მიტროპოლიტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები